პროექტი ისტორიაში
Tuesday, June 24, 2014
Friday, January 4, 2013
Saturday, November 6, 2010
ჩემი კუთხის მატეანე
პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინფორმაციის მოძიება თიანეთის რაიონში არსებული მხარეთმცოდნეობის და მირზა გელოვანის სახელობის ლიტერატურული მუზეუმებიდან,შესაბამისი ლიტერატურული წყაროებიდან და ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან,ინტერნეტიდან.მოახდინონ მოძიებული ინფორმაციის ინტეგრირება,აღადგინონ თიანეთის ისტორია და განსაზღვრონ მისი როლი ზოგადად საქართველოს ისტორიაში.
პროექტის სრული აღწერა:პროექტის მონაწილე მოსწავლეები დაათვალიერებენ თიანეთის რაიონში არსებულ მუზეუმებს და იქ განთავსებულ ექსპონატებს.
ექნებათ კონსულტაციები ადგილობრივ ისტორიკოსებთან,მოსახლეობასთან და რაიონულ ბიბლიოთეკასთან.მათთან თანამშრომლობით და ინტერნეტის საშუალებით მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და ლიტერატურას პროექტის განსახორციელებლად.
მოპოვებული მასალების ინტეგრირების შედეგად,ექსპონატებს ფოტო ფირზე აღბეჭდავენ.ასევე გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმებს თითოეული მუზემის შესახებ.
ბოლოს მოვაწყობთ ექსკურსიას და მოვინახულებთ ერწო–თიანეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს.
მონაწილეთა ასაკი:12 წელი.(მეექვსე კლასი).
პროექტის ხანგრძლივობა:7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები შეისწავლიან თავისი რაიონის ისტორიას.შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს.ბავშვები შეაფასებენ თიანეთის როლს საქართველოს ისტორიაში.ჩვენს მიერ შედგენილი ბროშურით და დოკუმენტური ფილმებით ,დაინტერესებული პირები ნახავენ თიანეთის მუზეუმების ექსპონატებს.ეს იქნება თიანეთის მუზეუმების ერთგვარი პოპულარიზაცია.შესაბამისად დამთვალიერებელთა რიცხვიც გაიზრდება.

სასარგებლო იქნება ჩვენი კუთხით დაინტერესებული ყველა პირისთვის,რადგან შეიქმნება დოკუმენტური ფილმები,ისტორიული ატლასი,კატალოგი, რაც დაეხმარებათ ჩვენი კუთხის გაცნობაში.
სამუშაო ენა –ქართული.
მონაწილეები სხვა სკოლიდან–0
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,ქართული,გეოგრაფია,ისტ.
პროექტის ფასილიტატორი:ეკატერინე უშიკიშვილი.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:uhikishvili2010@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)